
ოლიკო ცისკარიშვილის მონოგრაფიული ნაშრომი “თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია”გამოვი და 2020 წელს. მისი რედაქტორია ინგა გამსახურდიშვილი. რეცენზენტები: პროფესორი რუსუდან ლოთქიფანიძე და პროფესორი ეკა თხილავა.
“წინამდებარე მონოგრაფია ეძღვნება ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დაცემას ბრძოლა ურჩევნია,” – წერს წიგნის ავტორი, – სოციალურ მოვლენების შესწავლის ფონზე ჩვენს ნაშრომს, „თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია“, თეორიულთან ერთად პრაქტიკული ღირებულებაც გააჩნია. თვალსაჩინო ფაქტებთან
ერთად კვლევებით ნაშრომში განხილულია თანამედროვე სოციალური პროცესები საქართველოში. ნაშრომში ჟურნალისტიკა სოციალური მეცნიერების ერთ-ერთი საკვლევი მიმართულებაა. ხშირად ფაქტების მიღმა ათასობით უხილავი მიზეზი იმალება. სოციოლოგიაში ერთ-ერთი მთავარი თეორიული დილემა ეხება იმას, თუ როგორ უნდა ურთიერთობდეს ადამიანი სოციალურ სტრუქტურასთან. პიროვნების თავისებურებანი
ხშირად გარკვეული დოზით ადამიანის იმპულსურ ქცევებში მჟღავნდება. „ნებისმიერ ქცევას განწყობა უდევს საფუძვლად და ეს განწყობა გადამწყვეტ მომენტში იჩენს თავს.“ პიროვნების ფსიქიკურ აქტივობაში თავად ინდივიდის მოთხოვნილებაცაა ასახული, მაგრამ არა სინამდვილის ასახვისაგან მოწყვეტილი, არამედ
მასთან ერთიანობაში. სოციალურ ჩვევებს ადამიანი თავის გარშემო მყოფების მოქმედებათა და, მათგან
გამომდინარე, შედეგების დაკვირვებით და გათვალისწინებით ეუფლება როგორც ოჯახში, ასევე ინფორმაციის მასობრივ საშუალებებში. ეკრანის ზეგავლენა კიდევ უფრო ძლიერია კომპიუტერისა და ინტერნეტის გავრცელების შედეგად. ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება მედიაში, არის კონკრეტული ქცევის მასტიმული
¬რებელი. მედიას შეუძლია ახალი მომენტების შეტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის ვალდებულია,
აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდოს და იყოს სიმართლის, სამართლიანობის, კანონის, ღირებულებების, ადამიანის უფლებების სამსახურში.
გარდა ინფორმაციის გავრცელებისა, მასობრივ ინფორმაციას აუდიტორიაზე ზემოქმედების საშუალებაც
აქვს. საზოგადოებისთვის ზოგჯერ დრამატული მოვლენები ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ისედაც დაუცველ საზოგადოებაზე. „ადამიანის პიროვნების ფორმულირებაში გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ადამიანი ისმენს და კითხულობს“. ფაქტობრივად, მედიას საზოგადოების, ინდივიდების სულიერი და
მენტალური ზრდის ფუნქცია ეკისრება. ნაშრომში, ასევე, განხილულია ფრაიმინგის ეფექტიც, რომელიც ხშირია საზოგადოებაში – მასობრივი ინფორმაცია ააქტიურებს აზრებსა და განცდებს, რომლებიც წარსულშია შეძენილი და რომელიც ასოციაციით დაკავშირებულია ინფორმაციის შინაარსთან. ნაშრომში განხილულია, ასევე, სოციალურ-კოგნიტური თეორიაც. ჟურნალისტმა უნდა მოამზადოს განსხვავებული მასალები. არა აქვს მნიშვნელობა, ეს განსხვავება ეთნიკური წარმომავლობაა, რელიგიური მრწამსია, სექსუალური ორიენტაციაა, სოციალური ფენაა თუ ეკონომიკური სტატუსი. ზუსტად უნდა გადმოსცეს ადამიანის შეხედულებები, იდეები,
მსოფლმხედველობა – მაშინაც კი, თუ ისინი განსხვავებულია, თანაც ისე, რომ არავინ გახდეს ს იძ ულვილის ა და ზიზღის მსხვერპლი . ჟურნალისტების მიზანი უნდა იყოს, დაეხმაროს საკუთარ საზოგადოებას ურთიერთგაგების დამყარებაში. ჟურნალისტების მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ პრობლემის დასმა, არამედ მათი გაანალიზება. მძიმე სოციალური მდგომარეობა მოსახლეობაზე ყველაზე მეტად საზღვრისპირა
სოფლებსა და ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში აისახა. ჩვენი მონაცემების მიხედვით, საქართველოს მაღალმთიანეთში შეუძლებელია ინფორმაციის მიღება როგორც ტელე-რადიო, ასევე ჟურნალგაზეთებისა
და ინტერნეტმედიის საშუალებით. არ არსებობს ადგილობრივი მედიასაშუალებებიც, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ხელმისაწვდომი ინფორმაცია როგორც ქვეყნის, ასევე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საქართველოს მაღალმთიანი მოსახლეობა სრულ ინფორმაციულ ვაკუუმშია. არ ვითარდება ეკონომიკა, მეწარმეობა, მეურნეობა, ზოგადად, მძიმე სოციალური ფონია. ცენტრალური მედია ნაკ¬ლებადაა დაინტერესებული საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების პრობლემებით. საზოგადოება უკმაყოფილოა იმ მედიაპროდუქტით, რომელსაც ქართული მედიასაშუალებები აწვდის საზოგადოებას. აუდიტორიას აინტერესებს შემეცნებითი გადაცემები, ასევე, სოციალური თემები, სოფლად მცხოვრებთა ისტორიები, პოზიტიური ამბები. ამას კი დღევანდელი ჟურნალისტიკა ვერ უზრუნველყოფს. საზოგადოება დაიღალა სკანდალებითა და მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის მიღებით. ქართული მედიასაშუალებები არ
აკმაყოფილებს თანამედროვე საზოგადოებას. თუმცა იძულებულია ინფორმაცია მათგან მიიღოს. საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები არაობიექტური და არაკომპეტენტური
არიან, არ ემსახურებიან სიმართლეს და საზოგადოების ინტერესებს. მედიასაშუალებები უნდა დაფიქრდნენ თავიანთი საქმიანობის პოლიტიკის შეცვლაზე, რადგან მათ საზოგადოების წინაშე აქვთ პასუხისმგებლობა, რომელიც ხალხის ინტერესებისთვისაა სასარგებლო, ჟურნალისტმა უნდა გაზარდოს აუდიტორია, ემსახუროს საზოგადოების მენტალურ და სოციალურ სტაბილურობას.
მედიასაშუალებებმა არ უნდა იფიქროს მხოლოდ რეიტინგზე, არ უნდა იყოს ორიენტირებული სკანდალებსა და ინფორმაციის გაყიდვაზე. ჟურნალისტებს ეკისრებათ იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მხოლოდ ფაქტების სწორად გაშუქება. მათი გადმოცემის მანერა პოტენციურ მომაკვდინებელ იარაღად არ უნდა
იქცეს. მათ მძიმე დაღის დასმა შეუძლიათ ადამიანებსა და, ზოგადად, საზოგადოებაზე. აქ მოყვანილი მოსაზრებები, რეკომენდაციები და წინადადებები შეიძლება გზამკვლევად გამოადგეთ არა მხოლოდ მედიის, არამედ სოციალური საკითხებით დაინტერესებულ თეორეტიკოსებსა და პრაქტიკოსებს, მედიისა და კომუნიკაციის სფეროს ექსპერტებს, ასევე მაგისტრანტურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.



დატოვე კომენტარი