
აკაკი სოსელიას წიგნის “მეცნიერი ფიზიკოსები” რედაქტორი არის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ოლიკო ცისკარიშვილი.
წინამდებარე წიგნი კიდევ ერთი მცდელობაა გამოჩენილი ფიზიკოსების ცხოვრებასა და მოღვაწეობის წარმოჩენის. გამოჩენილ ფიზიკოსთა გვერდით არიან ისეთებიც, რომლებმაც, მართალია მეცნიერების საგანძურში მცირე წვლილი შეიტანეს, მაგრამ საქართველოში ფიზიკის განვითარებას დასაბამი მისცეს. ამ სახის სამუშაოების გაგრძელება მომავალშიც შესაძლებელია, რადგან მრავალი ფიზიკოსის ცხოვრება და მოღვაწეობა დღემდე
აღუწერელია და ფართო მკითხველისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ხელმიუწვდომელი.



დატოვე კომენტარი