
ლია მეტრეველისა და ირმა ხურცია-ანდრიაძის ერთობლივი ნაშრომი “გავლენის ფსიქოლოგია” მკითხველისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
ამ ნაშრომის მკითხველი გაეცნობა სოციალური გავლენის მნიშვნელობას და ფსიქოლოგიური გავლენის სფეროებს; შეიტყობს თუ რატომ არის ადამიანი მგრძნობიარე გავლენისადმი; რა კანონზომიერებით ხორციელდება გავლენა, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ოჯახის, კომუნიკაციის, ტრადიციის, ფოლკლორის, მასმედიის ზემოქმედებას; თუ როგორ დაიცვა თავი სხვისი ნეგატიური ზეგავლენისგან და რა ფაქტორები განაპირობებენ პოზიტიურ გავლენას; თუ რა მნიშვნელობა აქვს პოზიტიურ აზროვნებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას, ცხოვრების საზრისის არსებობას და რწმენას ადამიანის ცხოვრებაში.



დატოვე კომენტარი