
ნონა ახალაშვილის “სოციალური ფსიქოლოგიის საფუძვლები” სახელმძღვანელოა, რომლის მიზანია სტუდენტებს საფუძვლიანად მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე სოციალური ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხების შესახებ, რომლებიც საინტერესოდ და თავისებურად გაშლილია ისეთ თემატიკაში, როგორიცაა ადამიანი და სოციუმი, პიროვნების სოციალიზაცია, „მე“-კონცეფცია, კომუნიკაცია და კარიერა, კონფლიქტი, ქცევითი ბარიერები, ოჯახი და აღზრდის სტილები, აგრესია, კულტურა და ქცევა, ჯგუფი და ჯგუფური ეფექტები, ლიდერობა და ა.შ.
სახელმძღვანელოში გამოკვეთილია სტუდენტის აქტიური სწავლის როლი და გამომდინარე აქედან, ნაშრომი გაჯერებულია პრაქტიკული სამუშაოებით, სავარჯიშოებითა და კვლევაზე აგებული მაგალითებით.
წიგნის რედაქტორები: ნანა გოგიჩაშვილი, ფსიქოლოგიის დოქტორი
ლანა სულხანიშვილი, ფსიქოლოგიის აკადემიური დოქტორი
ირმა ხურცია-ანდრიაძე, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
ტექნიკური რედაქტორი: ოლიკო ცისკარიშვილი, სოციალურ
მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი
ფოტო ყდაზე: ოლიკო ცისკარიშვილი



დატოვე კომენტარი