ამ წიგნით მარტოობაც ასატანია

ანა მაზიაშვილი

მარტოხელას „კატა, რომელიც ქალს უსმენდა“ კითხვის დაწყებიდანვე გამიტაცა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. განსხვავებულია. აქამდე რაც წამიკითხავს იმათ არ ჰგავს. ყოფითია, თითქოს შენი განუყოფელი ნაწილია და თითქოს თან გდევს. თითქოს მარტივადაც გეჩვენება თუნდაც სხვა წიგნების ფონზე, თუმცა ისეთ დროს გიწევს მეორეჯერ გადაკითხვა და ჩაღიმება-გამეორება გონებაში, რომ არც კი ელოდები.

გაოცებს და ეს პატარ-პატარა გაოცებები კიდევ უფრო დიდ შთაბეჭდილებას გიქმნის. კითხულობ და თანდათან აღმოაჩენ, რომ ძალიან ახლობელია, ეს კიდევ უფრო გიზიდავს და კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით გიჩენს ინტერესს ყოველი გადაფურცვლისას. დავამატებდი სათაურს – ,,წიგნი ყველაფერზე”. და მართლაც ეს არის წიგნი ყველაფრის შესახებ. მეგობრობა, სიყვარული, პროფესია, ოჯახი, შვილები, დედა-შვილობა, სოციალური პრობლემები, გაჭირვება, არსებობისთვის ბრძოლა, იმედგაცრუება, მიღწევები, წარმატება…. და რაც მთავარია მარტოობა. ვკითხულობ და გონებაში ერთადერთი სიტყვები მიტრიალებს – ,,ადამიანი მაინც მარტოა”. ამ სიტყვებით კი თითქოს იმედიც სადღაც ქრება, თითქოს დუნდები და ასეთ პოზიციაში მაინც გსიამოვნებს კითხვა. ამ წიგნით მარტოობაც კი ასატანია, რადგან შენივე მარტოობით ქმნი საკუთარი თავის უკეთეს ვერსიას, შენივე მარტოობით ვითარდები. გულს გტკენენ საყვარელი ადამიანები, გრძნობ, რომ შენი არ ესმით მაგრამ ითმენ, ითმენ და სწორედ ამ მოთმინებით, სწორედ შენი საქციელით აძლევ მაგალითს ჭეშმარიტებამდე მისასვლელად. მომეწონა? აღვფრთოვანდი. მასიამოვნა. დამაფიქრა. ვგრძნობდი, რომ დასრულება არ მინდოდა. ,,ადამიანები მანამდე ცოცხლობენ, ვიდრე სიყვარულის უნარი აქვთ. ადამიანების ცხოვრების აზრი სიყვარულშია.სწორედ ეს აცოცხლებთ, ამ აზრს რომ კარგავენ, კარგავენ სიცოცხლის სურვილსაც. სიცოცხლის სურვილს რომ კარგავენ, კვდებიან.” ეს წიგნი სწორედ იმის მაგალითია, რომ არ უნდა მოვკვდეთ, არ უნდა ჩავკლათ გრძნობა, რომელიც ნამდვილად ,,აღგვამაღლებს” და რომლის გარეშე ,,მზეც კი არ სუფევს ცის კამარაზე”. მიუხედავად ცხოვრებისეული სირთულეებისა მაინც ვიბრძოლოთ, არ მოვდუნდეთ და საკუთარ თავზე მაღლა დავდგეთ.

დატოვე კომენტარი

Hey!

I’m Bedrock. Discover the ultimate Minetest resource – your go-to guide for expert tutorials, stunning mods, and exclusive stories. Elevate your game with insider knowledge and tips from seasoned Minetest enthusiasts.

Join the club

Stay updated with our latest tips and other news by joining our newsletter.

ტეგები

თქვენი ბმულები