“სიცოცხლის ამბავის” პრეზენტაცია

2023 წლის 22 მარტს, მწერალთა სახლში, მაჩაბლის 13-ში, საღამოს 18:00 სთ-ზე გაიმართება ახალგაზრდა მწერალ დავით ხარატიშვილის წიგნის “სიცოცხლის ამბავის” წარდგინება.

832 გვერდიანი წიგნის რედაქტორები არიან ინგა გამსახურდიშვილი და ოლიკო ცისკარიშვილი.

ერთ-ერთმა რედაქტორმა ახალბედა მწერლის რომანი აღმოსავლურ შემოქმედებას შეადარა. მისი თქმით, ავტორი რომ აღმოსავლეთში დაბადებულიყო, მას ბუდას, ან გასხივოსნებულს უწოდებდნენ.

წიგნი ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ხასიათისაა. შეიძლება ითქვას, რომ მწერალმა შეძლო მკითხველისთვის მიეწოდებინა წიგნი-წიგნში და ამაში თავად დარწმუნდებით, როცა მას გაეცნობით.

წიგნის წარდგენაზე მკითხველს შეეძლება წიგნის საგამომცემლო ფასად შეძენა.

დატოვე კომენტარი

Hey!

I’m Bedrock. Discover the ultimate Minetest resource – your go-to guide for expert tutorials, stunning mods, and exclusive stories. Elevate your game with insider knowledge and tips from seasoned Minetest enthusiasts.

Join the club

Stay updated with our latest tips and other news by joining our newsletter.

ტეგები

თქვენი ბმულები