დავით ხარატიშვილის რეცენცია – მარტოხელას “კატა, რომელიც ქალს უსმენდა”

კატა, რომელიც ქალს უსმენდა, არ ცდებოდა, ელე ყველაზე კარგი და კეთილი იყო დედამიწის ზურგზე, მას კი ბევრი არავინ ენახა, მაგრამ მაინც არ ცდებოდა, ქალი ხომ ყველაფერზე ფიქრობდა, რაზეც გონიერ ადამიანს უნდა ეფიქრა, ღელავდა და უხაროდა, ბობოქრობდა და გრძნობებს კატას უზიარებდა, იგი გამხდარიყო მისი უკანასკნელი გამგონი მეგობარი და ისიც მოთქვამდა, როგორ დაკარგა ყველა, როგორ იცვალა გრძნობამ სახე და ჩრდილში გადაინაცვლა.

თუმცა იმედგაცრუებით არ დაცემულა, არ დაუგდია ცხოვრება ხავსიან ნაპირზე და მდინარეს ზურგზე გაწოლილი არ მინებებულა, პირიქით – მხარშემართულმა შებედა, თითქოს სახლში იჯდა სამზარეულოს სადიასახლისო მაგიდასთან, მაგრამ მომავალს იქიდანაც მშვენივრად ქმნიდა, ასწავლიდა მომავალ თაობებს და თვითონაც იზრდებოდა, ვითარდებოდა, როგორც ძლიერი ქალი და უფრო მეტად ადამიანი, თან კი არასდროს ავიწყდებოდა კატას როდის უნდა ეჭამა, როდის ეთამაშა და გრძელი ფრჩხილი როდის დაეჭრა, ქუჩაში ეპოვათ ჯერ კიდევ სულ მთლად პატარა და არაფერს იშურებდა, რომ დაობლებულს ოჯახის სითბო მხურვალერდ გამოეცადა, თან კი ყვებოდა მის წინაშე თავის ამბავს და გრძნობდა, რომ მასაც უსათუოდ ყველაფერი ესმოდა, არც ქალი ცდებოდა, კატას ესმოდა და ხანდახან თუ მოიწყენდა, როდესაც თამაში განსაკუთრებით მოწყურდებოდა, ყველაფერს ხვდებოდა, ელეს გული როდის ტკენოდა ან კიდევ რაღაც მეტად გახარებოდა, თავის დროზე გულის კარნახი გონების ხმას დაეჯაბნა, რადგან ადამიანობა ასე მოითხოვდა, ის ხომ მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან არ იყურებოდა, ამიტომაც ელეს გული გატეხილი ჰქონდა, მაგრამ იგი ადამიანი იყო, რომელსაც სხვისი დარდებიც ედარდებოდა, თან კი პატიობდა, როდესაც დანარჩენები ვერ იყვნენ ისეთივე ადამიანები, მათ შორის ისეთებსაც იუდას რომ ეძახიან, ჰო მასაც შეუნდობდა და სიტყვასაც კი შეაწევდა, სწამდა მაგრამ თავისი საკუთრი თვალით ხედავდა იმ ნაწამებსაც, ყველაფერზე საკუთრი თვალთახედვა ჰქონდა და მისი ამეტყველების არასდროს ეშინოდა, თუნდაც ამის გამო ყველას მიეტოვებინა, მარტო დარჩენის სულაც არ ეშინოდა, რადგანაც მარტოობაში ეპოვნა საკუთარი თავი და წინაც ამ მარტოობაში სამზარეულოს ოთახიდან გადაშლილი ნოუთბუქის სინათლეზე მიიწევდა, თუმცა მარტო როდი დარჩებოდა, მას ხომ მილა ჰყავდა გვერდით, კატა, რომელიც ყურადღებით უსმენდა, რათა შემდეგ ჩვენთვის მოეყოლა თავისი ელეს ამბავი, რომელიც ქვეყნად ყველაზე კარგი და კეთილი ადამიანი იყო. დიახ, კატა არ ცდებოდა, ის ხომ ჭკვიანი ცხოველი იყო, ცოტა ცელქი და მსუნაგი, მაგრამ ძალზედ ჭკვიანი – კატა, რომელიც ქალს უსმენდა…
ორიოდე სიტყვა თანამედროვე ქართული ლიტერატურის შესანიშნავ ნაწარმოებზე „კატა რომელიც ქალს უსმენდა“, ორიგინალური იდეით და გადმოცემის ხერხით, ცხოველმა მოჰყვეს ადამინის ამბავი, რაც თავისთავად მეტად საინტერესოს და მიმზიდველს ხდის, ისედაც საინტერესოდ მოთხრობილს, თუ როგორი უნდა იყოს ძლიერი ქალი, თითქოს მარტოდ ახლობლების გარემოცვაში, მაგრამ მაინც შეუპოვარი და ცხოვრებისაკენ მომართული. ნაწარმოები კარგად გადმოსცემს თანამედროვე ქალის ცხოვრებაში არსებულ სოციალურ თუ კულტურულ პრობლემებს და მთვარი გმირის მაგალითზე მათ მოგვარების გზებს გვასწავლის, აქ აღწერილია საზოგადოებისათვის დამახასიათებელი თითქმის ყველა თავისებურება, რომელიც ადამიანისა და განსაკუთრებით ქალის წინაშე ხშირად დაბრკოლებად აღიმართება, მაგრამ ელე ძლიერი, გონიერი და მოაზროვნე ქალია, ამიტომაც არაფერს უშინდება და ხშირად მდინარის აღმაც მიცურავს, ამასთან ნაწარმოებში კარგად არის აღწერილი უახლესი ისტორია და არა მხოლოდ ქართული, არამედ გლობალური გამოწვევებიც მთავარი გმირის თვალთახედვით არის განხილული, ხოლო მისი აზროვნება ჩემში თანაგრძნობის გამომხატველია, რადგან ვფიქრობ, იგი ყველაზე ჰუმანურად და ამასთან სამართლიანად აფასებს მის გარშემო მომხდარ მოვლენებს და მკითხველსაც უჩნდება გრძნობა, რომ ვიღაც მისი გულიდან ყვება ამბავს,
ამიტომაც ნაწარმოები ძალზედ ახლობელი და ამასთან დამაფიქრებელია, თვალში საცემია მისი ცნობიერების სივრცითი განზომილება, რადგანაც იგი ყველა იმ მნიშვნელოვან საჭირბოროტო თემას ეხმიანება, რომელთა გამოწვევებიც თანამედროვე ადამიანისათვის ესოდენ აქტუალურია.
ჩემი დიდი სიმპათია ნაწარმოებს „კატა რომელიც ქალს უსმენდა“ და რეკომენდაცია არა მხოლოდ ქალებს და კატებს 😊)) , იგი ყველასათვის საინტერესო იქნება.

ფოტო: მარიამ ნიკურაძის

დატოვე კომენტარი

Hey!

I’m Bedrock. Discover the ultimate Minetest resource – your go-to guide for expert tutorials, stunning mods, and exclusive stories. Elevate your game with insider knowledge and tips from seasoned Minetest enthusiasts.

Join the club

Stay updated with our latest tips and other news by joining our newsletter.

ტეგები

თქვენი ბმულები