17-18 ივლისს “ჩემი გამომცემლობის” გუნდი ავტორებთან ერთად იმერეთის მხარეს ეწვევა![]()
![]()
![]()

მას შემდეგ, რაც “ჩემი გამომცემლობის” გუნდი ეწვია თელავს, ბორჯომსა და ახალდაბას, გამომცემლობის გუნდმა გადაწვიტა კიდევ რამდენიმე ქალაქში ჩაეტარებინათ გამომცემლობის წარდგენა.
17 ივლისს 15:00 საათზე გამომცემლობის პრეზენტაცია გაიმართება ზესტაფონის ბიბლიოთეკაში, რობაქიძის 5-ში, სადაც ჩვენი უახლესი მხატვრული თუ სამეცნიერო გამოცემები შესახებ ისაუბრებენ “ჩემი გამომცემლობის” დამფუძნებელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი, პოეტი და მთარგმნელი – ოლიკო ცისკარიშვილი და ჩვენი დებიუტანტი მწერალი – დავით ხარატიშვილი, რომელიც საზოგადოებას თავის ახალ მისტიკურ-ფილოსოფიურ რომანს “სიცოცხლის ამბავს” წარუდგენს.
18 ივლისს, 13:00 საათზე, ჩვენი გუნდი ქუთაისელ მკითხველს, რუსთაველის 9/ა-ში მდებარე DMO imereti-ის სივრცეში პირველ სართულზე შეხვდება. ოლიკო ცისკარიშვილისა და დავით ხარატიშვილთან ერთად საზოგადოების წინაშე გამოვა ალექსანდრე პაიკიძე, რომლის ისტორიული რომანი “მსტოვარი” მიმდინარე წელს გამოიცა.![]()
“ჩემი გამომცემლობა” მესამე წელია აქტიურად შემოვიდა ქართულ საგამომცემლო სივრცეში და უკვე არაერთი სამეცნიერო თუ მხატვრული ლიტერატურის ნიმუში გამოსცა, რომელთა შორის არის ინდოელი მისტიკოსისა და ფილოსოფოსის, ოშო რაჯნიშის თარგმანები და თანამედროვე ავტორების პროზაული თუ პოეტური ნამუშევრები![]()
![]()
![]()
ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ წიგნები შეიძინონ საგამომცემლო ფასად, რომლიდანაც თანხის 10% გადაირიცხება ჟურნალისტ ირმა კახურაშვილის დასახმარებლად. იგი ამ წუთებში უმძიმეს დაავადებას, დიფუზიურ ასტროციტომას (ავთვისებიან სიმსივნეს) ებრძვის და ყოველი თეთრი მისი ჯანმრთელობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია![]()
![]()
![]()
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია
“ჩემი გამომცემლობა” ზესტაფონისა და ქუთაისის შემდეგ გეგმავს ბოლნისსა და ერგნეთში ვიზიტსაც. ამ ღონისძიებებზე მკითხველს მოგვიანებით მივაწვდით ინფორმაციას.



დატოვე კომენტარი