ნანო ხუნჭუკაშვილი

,,მე გვერდით მივუჯექი და თათებში ჩავრგე ცხვირი, თურმე რამდენ ტკივილს ატარებს ელე… ადამიანები ფიქრობენ, რომ იოლია იმას ატკინო გული, ვინც იცი, რომ ყოველთვის გაპატიებს”.
იშვიათად შემხვედრია წიგნი, ჯერ არ დაგემთავრებინოს კითხვა და მეორედ წაკითხვა მომინდეს.
იუმორი ფონად და მარგალიტებად გაბნეული შთამაგონებელ-დამაფიქრებელი რეპლიკები. კატა ქალს უსმენდა და მე კიდევ ამ კატას ვუსმენ (თუ მის ნათქვამს ვკითხულობ ცოტა ავიბენი) ![]()
თითქოს მილა მარტო ერთ ქალს კი არა, მეც მისმენს და ასე მგონია ერთხელაც (ინტონაციაც კი მესმის ![]()
) შემომკნავლებს ,,ამ ქალებს რა სჭირთ არ ვიცი!რაში მაინტერესებს სხვა კატები რას იტყოდნენ?!”

თუ ვინმე ეძებს თანამედროვე ლიტერატურას წასაკითხად #კატარომელიცქალსუსმენდა საუკეთესო არჩევანია. თითქოს სხვა არაფერია თუ არა ერთი ქალის ისტორიები, თუმცა არ დარჩა ალბათ თემა რომელიც ამ ქალს არ აწუხებს ისევე როგორც მე და ნებისმიერ ქართველს (თინეიჯერებს თუ უფროს თაობას) გვაწუხებს და გვაერთიანებს.
მადლობა My Publishing House / ჩემი გამომცემლობა ასეთი წიგნისთვის ![]()
![]()
![]()
ვისაც ჯერ არ წაუკითხავს, წინ დიდი სიამოვნება ელის ![]()
![]()
![]()



დატოვე კომენტარი